14 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურს ჩრდილო მაკედონიის იუსტიციის სამინისტროს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის შესწავლა და იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის პრინციპის გაცნობა.
იურიდიული დახმრების სამსახურის დირექტორმა სტუმრებს მოკლედ გააცნო სამსახურის სტრუქტურა. ანალიტიკური სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ სპეციალური პრეზენტაციის საშუალებით დაწვრილებით ისაუბრა იურიდიული დახამრების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების, საქმიანობის, ელექტრონული საქმისწარმოების, სასწავლო ცენტრის და სხვა მნიშვნელოვანი რგოლების ფუნქციონირების შესახებ. დირექტორის მოადგილემ, სულხან გველესიანმასტუმრებს წარუდგინა სპეციალური ვიდეორგოლები სამსახურის ახალი ვებგვერდების, მობილური აპლიკაციის და საკონსულტაციო მიმართულებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესახებ.
სტუმრებმა აღნიშვნეს, რომ შეხვედრა ძალზე ნაყოფიერად ჩატარდა და ჩრდილო მაკედონია აუცილებლად გაიზიარებს საქართველოს გამოცდილებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის ცვლილების პროცესში, რომელიც მაკედონიაში ამჟამად მიმდინარეობს.