11 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებს წარუდგინა სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში.
სპეციალური პრეზენტაცია მოიცავდა, როგორც სტატისტიკურ ინფორმაციას, ასევე, სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, რომელიც გლობალური პანდემიის შეზღუდვების პირობებში დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც განხორციელდა: შეფასების სისტემის პირველადი შედეგები, სასწავლო ცენტრის საქმიანობა, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდა ახალი ოფისების ამოქმედებით, მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული საინფორმაციო კამპანიები, სამსახურის ახალი ვებგვერდები, გაფართოებული მანდატი შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ბავშვთა კოდექსის ამოქმედების შედეგად წარმოშობილი პრობლემური საკითხები. მათი მოგვარების საშუალებები და სხვა
რაჟდენ კუპრაშვილმა, ასევე პრეზენტაციის სახით, წარმოადგინა 2022 წელს დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელთა განხორციელებაში ჩართული იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა რგოლი და ერთობლივად დაიძლევა ყველა გამოწვევა, რომელთა წინაშეც სამსახური ამჟამად დგას.
წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის ისტორიაში პირველად, სპეციალურმა კომისიამ შეაფასა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ ნაწარმოები წარმატებული საქმეები. დირექტორმა გამარჯვებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული ადვოკატები სამსახურის მიერ შესაბამისი თანხებითაც დაჯილდოვდებიან.
გამარჯვებულები არიან:
ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო: მაია ქათამაძე ნატო ირემაძე, ლაშა რომანაძე, დავით გოგვაძე;
ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო: მაია დარასელია, დავით გოგუა, ქეთევან გვაზავა, ზაზა კვირველია;
ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო: ელისო ბოგვერაძე, ფატმან არზიკიანი, მიხეილ ხუსკივაძე, ნათია ცერცვაძე, თამარ ორჯონიკიძე;
ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო: მერაბ წულაია, ხვიჩა თავაძე, ესმა ნორაკია, თამარ ობოლაძე, ოთარ რუხაძე, ვალერი კვანტალიანი, პავლე კაკაბაძე
ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო: გვანცა შელია, მთავრისა ბიგვავა, ნათია ქვარცხავა, ზვიად ქობალავა, როზეტა ზარქუა, მარინა შენგელია, რომან კეიდია;
ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო: დავით თელიაშვილი, თინათინ დიაკონაშვილი, ზაზა ზარიძე, ტარიელ ბალაბანიშვილი, პაატა მანველიშვილი, დავით ზარიძე;
გორის იურიდიული დახმარების ბიურო: მარიამ ინდუაშვილი, ქეთევან გაგოევი, ლელა ღამბარაშვილი, მაია გრიგოლიშვილი, გერმანე ადუაშვილი;
მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო: ნათია ბერძენიშვილი, ირმა ჯიმშიაშვილი, ქეთევან თალაკვაძე;
რუსთავის იურიდიული დახმარების ბიურო: მაია პაიჭაძე, იზოლდა მელიქიშვილი, რიმა გურგულია, მაკა რევია, ნიკა გუჯაბიძე, არჩილ ცაგურია, ზურაბ დალაქიშვილი, ლელა მარიამიძე;
სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო: ნათელა ბიწაძე, ბექა ჯავახიშვილი, არჩილ ტუხაშვილი, თამაზ გურაშვილი.
თელავის იურიდიული დახმარების ბიურო: თამარ ბაწელაშვილი, ლალი ჩაველაშვილი, გია ფარადაშვილი, მინარი მურღვაშვილი, ლიანა ჭუნიაშვილი;
თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო: მათიკო ხურციძე, თეა ქავთარაძე, სოფიო ჯოლოხავა, ჯემალ გელოვანი, თეა ყაულაშვილი, ინგა ნოზაძე, აკაკი ლომსაძე, მაია დადვანი, ბექარ როგავა, თამარ კუპატაძე, გიორგი შერმადინი, ოლღა გეჯაძე, დარიკო თორდია, ლედი კორძაძე, ნათია პაჭკორია, ირმა ინასარიძე, ირაკლი ბენია, ლევან მარსაგიშვილი, იოსებ ნატროშვილი, ირაკლი ესიავა, დიანა ფირუმიანი, ნინო მჭედლიშვილი, ია თოდუა, ზვიად ტაბატაძე, ნოდარ იკაშვილი, ნინო ტაბატაძე, გიორგი მდინარაძე, მევლუდ ჯანჯღავა, მაია ტალახაძე, გვანცა გუგეშაშვილი, ანა შიშნიაშვილი.
გარდა ამისა, სპეციალური მადლობის სიგელები გადაეცემათ მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადვოკატებს, რომლებიც უდიდესი მასშტაბის სამუშაოს ასრულებენ. იურიდიული დახამრების სამსახური გეგმავს მნიშვნელოვან რეფორმას რეესტრის ადვოკატთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მათი საქმიანობის სათანადოდ დაფასებისათვის.
იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივი ადვოკატთა რეესტრის წევრები არიან: ავთანდილ ბუცხრიკიძე, ფატმან ბერაია, ბელა წულაია, ეკატერინე ქაჯაია, ლევან ხარებავა, შორენა დავითაია, ლაშა ხოშტარია, გოჩა არზიანი, გიორგი ბერიძე, ნინო ბერიშვილი, მადონა მიქელაძე, ელდარ გვალია, გიორგი პასიკაშვილი, გიორგი პოპიაშვილი, გოჩა კვარაცხელია, გიორგი ლაღიაშვილი, ია ხვედელიძე, მაია ჯულაყიძე, ნუნუ თოდრია, თამარ დოხტურიშვილი, სოლომონ კოჩალიძე, მალხაზ ზოიძე, ეთერ მჭედლიშვილი, გოჩა ჯაბანიშვილი, შოთა გელაშვილი, მაგდანა მილორავა, ანა ჩაფიძე, გიორგი დვალიშვილი, ნოდარ ნემსიწვერიძე, გოჩა კილასონია, ლამარა ბარკალაია, დავით ნადიბაიძე, სოსო ფაცაცია, დარეჯან მაღლაკელიძე, მარიამ პაპოშვილი, კოტე სხულუხია, მაგული ხარატიშვილი-ღვალაძე, სიმონ ოსიაშვილი, ნანა ჯეირანაშვილი, ლია ხუროშვილი, ბელა გარსევანიშვილი, გიორგი ქართველიშვილი, ირმა ქავთარაშვილი, ნათელა ხუტიძე, კობა კობიაშვილი, ია მეარაყიშვილი, ხათუნა მენაბდიშვილი, დავით ჯალალი, ეკატერინე მელქონაშვილი, მარეხი ჩიტაშვილი, ოთარ გოგოლაძე, დავით მამალაძე, გოჩა გორდელაძე, თეონა კილაძე.
ვულოცავთ კოლეგებს და წარმატებებს ვუსურვებთ.