Top
ონლაინ დახმარება

 

სოფელ დირბის მოსახლეობა უფასო სამართლებრივ სერვისებს გაეცნო

22 ნოემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის  სოფელ დირბში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გიგა ჯეირანაშვილმა და კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს, თუ როგორ შეუძლიათ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურებით.  უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, სოციალური დახმარებები, საბანკო ურთიერთობები - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. რამდენიმე ბენეფიციარს გაეწია პირადი კონსულტაციაც. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

აღნიშნული შეხვედრები უკვე მეოთხე წელია გრძელდება - "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ" გაეროს რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც კონფლიქტისპირა ზონის მოსახლეობისათვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.