თანამედროვე განვითარებული საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის ტოლერანტობა, რაც ნიშნავს, რომ განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური ჯგუფის თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებმა ერთმანეთი უნდა მივიღოთ და თანაცხოვრება შევძლოთ.
გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.
ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ ტოლერანტობა ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველი უნდა გახდეს. იურიდიული დახმარების სამსახური, რომლის ყოველდღიურობა ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვაა, სრულიად იზიარებს ტოლერანტობის დღის პათოსს და უერთდება საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმას, რომელიც ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომია განსხვავებული სოციალური ჯგუფის ადამიანებისთვის და სამსახურის მუშაობის პრინციპიც სწორედ ტოლერანტული მიდგომების და გადაწყვეტილებების მიღებაა. ტოლერანტობას ნამდვილად შეუძლია სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალოს.