2021 წლის 13-14 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის, უკვე მეორედ ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით: „ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში“. აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” ფარგლებში.
ტრენინგს უძღვებოდა - ევროპის საბჭოს ექსპერტი - ლევან მესხორაძე.
ტრენინგი მიმდინარეობდა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით.