Top
ონლაინ დახმარება

 

კონფერენცია გორში - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, გორში ატარებს კონფერენციას თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კონფერენციის გახსნით ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატებს, ასევე, ასოციაციის სხვა წევრებს, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ შიდა ქართლის რეგიონში.

კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/xNXbPYv7YhQFXb8r6 ან დაუკავშირდეთ კონფერენციის კოორდინატორს ნომერზე: 592 702 000.

კონფერენციაზე რეგისტრაცია დასრულდება 2 ნოემბერს, 16:00 საათზე. კოვიდ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე რეგისტრირებული 90 მონაწილე.

კონფერენციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და დღის წესრიგი გაეგზავნებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის ვადაში.