Top
ონლაინ დახმარება

 

ოზურგეთის კონფერენციაზე ბავშვთა უფლებების კოდექსს განიხილავენ

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ოზურგეთში ატარებს კონფერენციას თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კონფერენციის გახსნით ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატებს, ასევე, ასოციაციის სხვა წევრებს, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ გურიის რეგიონში ან ქალაქ ფოთში.

კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: 

https://forms.gle/JmCin1NU57MLMJiS8

ან დაუკავშირდეთ კონფერენციის კოორდინატორს ნომერზე: 592 702 000


კონფერენციაზე რეგისტრაცია დასრულდება 29 ოქტომბრის 16:00 საათზე. კოვიდ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე რეგისტრირებული 50 მონაწილე.

კონფერენციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და დღის წესრიგი გაეგზავნებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის ვადაში.