Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

8 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

მემორანდუმის თანახმად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ლექცია-პრაქტიკულების ჩატარებისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი  და  ხელი შეეწყობა შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული პირობების წარმატებით განხორციელებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების პროცესში თანამშრომლობას, ხოლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან  ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში.

უნივერსიტეტი კი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, დანიშნოს სალექციო და პრაქტიკული კურსის განხორციელების პროცესის მეთვალყურეობაზე უფლებამოსილი პირი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი;  დაეხმაროს პრაქტიკის ობიექტს ნებისმიერი საკითხის გარკვევაში, რაც დაკავშირებული იქნება „სასწავლო კურსის“ სრულყოფილად განხორციელებისათვის; უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიურად იქნებიან ჩართული იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი პროექტების განხორციელებაში.