10-11 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) USAID-PROLoG-ის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს უფროსებისთვისა და სპეციალისტებისთვის ჩატარდა ტრენინგი განახლებული იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა Case Bank-ის გამოყენებაში.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურისთვის განახლდა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა Case Bank.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ განახლებულ სისტემას და შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები.
იურიდიული დახმარების სამსახური ეტაპობივრად ჩაატარებს ტრენინგებს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის და გააცნობს განახლებულ იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემას.