5 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკოსმა ანა კვანტალიანმა და სპეციალისტმა თათია სოსელიამ სკოლა-პანსიონ "აიბი-მთიებში" ჩაატარეს პრეზენტაცია ბავშვთა უფლებების შესახებ. მათ მოსწავლეებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და მიაწოდეს ინფორმაცია არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებზე. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, წამოეჭრათ მათთვის საინტერესო სამართლებრივი საკითხები.