იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლება მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამარათლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (რეგისტრირებული კავშირი, IRZ) ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში, ადვოკატთა ვიწრო სპეციალიზაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ადვოკატთა ვიწრო სპეციალიზაციის გერმანული მოდელი, რომელის პრეზენტაცია წარმოადგინა ადვოკატმა ფრანკ ენგელმანმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: IRZ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელი ფრანქ ჰუპფელდი, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი დოქტორი ვერონიკა ჰორერი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და საერთაშორისო სამარათლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის თანამშრომლები.