Top
ონლაინ დახმარება

 

წალკის მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

19 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტი თათია სოსელია ონლაინ რეჟიმში ჩაერთო წალკის მცხოვრებლებთან.  

შეხვედრის თემა იყო უფასო სამართლებრივი დახმარება საქართველოში და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ეთნიკური უმცირესობების უფლებები.

პროექტი ხორციელდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ერთობლივად.  საინფორმაციო კამპანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მხარდაჭერილია USAID –ProLog-ის, PITA-ს და UNAG -ის მიერ.