Top
ონლაინ დახმარება

 

გაიმართა ონლაინ შეხვედრა გარდაბნის მცხოვრებლებთან

18 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტი თათია სოსელია ონლაინ რეჟიმში ჩაერთო გარდაბანში მცხოვრებლებთან.

შეხვედრის თემა იყო უფასო სამართლებრივი დახმარება საქართველოში და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ეთნიკური უმცირესობის უფლებები. 

პროექტი ხორციელდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ერთობლივად.  საინფორმაციო კამპანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მხარდაჭერილია USAID –ProLog-ის, PITA-ს და UNAG -ის მიერ.