დღეს, 22 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში შედგა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლებთან. ღონისძიება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი მხარდაჭერიალია USAID –ProLog-is, PITA-ს და UNAG -ის მიერ. ქესალოს მცხოვრებელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და სხვა სერვისების შესახებ.
პრეზენტაცია წარადგინეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, რომლებიც წინასწარ გადამზადდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების მიერ.
ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გასწია რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა დავით ჯიქიამ.
კამპანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა სოფლებშიც გრძელდება