21 აპრილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მანხუთის მოსახლეობას შეხვდა რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი დავით ჯიქია, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე და გაწია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები.
შეხვედრაში ჩართული იყვნენ ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა PITA - ს წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ერთობლივად. საინფორმაციო კამპანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მხარდაჭერილია PITA-ს და UNAG -ის მიერ.