Top
ონლაინ დახმარება

 

სოფელ დელიფის მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა

დღეს, 20 აპრილს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დელიფში შედგა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლებთან. ღონისძიება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი მხარდაჭერიალია USAID –ProLog-is, PITA-ს და UNAG -ის მიერ. დელიფის მცხოვრებელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და სხვა სერვისების შესახებ. 

პრეზენტაცია წარადგინეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, რომლებიც წინასწარ გადამზადდნენ იურიდიული დახამრების სამსახურის იურისტების მიერ. 

ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გასწია ახალქალაქის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ინგა გვარამაძემ, რომელაც განაცხადა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას განსაკუთრებით ესაჭიროება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება, რადგან რეგიონი ტერიტორიულად შორსაა როგორც სამხარეო ცენტრიდან, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის უახლოესი ოფისიდან. ამიტომ მოსახლეობაში დიდი მოთხოვნა იურისტებზე, რომლებიც ნინოწმინდაში, მის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში პერიოდულად ჩავლენ და მოსახლეობას ინდივიდუალურ კონსულტაციებს უფასოდ  გაუწევენ.

კამპანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.