19 აპრილს გაფორმდა მემორანდუმი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის.
მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა „პრაქტიკული სამართლის კლინიკა“ , სადაც სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და უნარების გამომუშავებას გამოცდილი საზოგადოებრივი ადვოკატებისაგან.
„პრაქტიკული სამართლის კლინიკა“ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატების ზედამხედველობის ქვეშ, უზრუნველყოფს უფასო იურიდიული კონსულტაციის გაცემას და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას.
ამავდროულად, სეუ-ს სტუდენტები ჩართული იქნებიან იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ განხორციელებულ საინფორმაციო და მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებში.