Top
ონლაინ დახმარება

 

ეწერფელდის მოსახლეობასთან ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

7 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფელდში, რომელიც კონფლიქტისპირა ზონის მიმდებარე სოფელია,  გაიმართა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო მინჯიამ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია უფასო სამართლებრვი დახმარების მიღების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას.

შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

აღნიშნული ღონისძიება სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა.