დღეს, 24 მარტს, ბათუმში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, 11:45 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუში“, გაიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ წარდგენა.
პრეზენტაციას დაესწრნენ აჭარის ა/რ-ს ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო და არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობენ.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმა მომზადებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა. ამისათვის კანონი ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართებით.
შეხვედრის ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევებზე ისაუბრა სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ხოლო 2021 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა დავით სიმონიამ.
დისკუსიაში ჩაერთნენ აჭარის რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებიდა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებებს შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ანალოგიური შეხვედრის გამართვა დაგეგმილია 25 მარტს ქუთაისში და 26 მარტს თბილისში.
შეხვედრების დასრულების შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახური გეგმავს გაითვალისწინოს შშმ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და სამოქმედო გეგმაში შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ 2021 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება