Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატები "სამართლებრივი მართლწერის" ტრენინგს დაესწრნენ

18-19 თებერვალს   USAID  PROLOG-ის  პროექტის ფარგლებში  ჩატარდა  დისტანციური  ტრენინგი  თემაზე -,,სამართლებრივი მართლწერა’’. ტრენინგს  უძღვებოდა  ადვოკატი - ლაშა  კალანდაძე.

ტრენინგზე  განიხილებოდა  გადაწყვეტილების მიღების სტადიები - მოთხოვნის დამუშავება, ფაქტობრივი გარემოებების დალაგება, მოთხოვნის შემოწმება, სამართლებრივი საფუძვლების მოძიება, დასაბუთება, გადაწყვეტილების ჩამოყალიბება; ანალიტიკური პარადიგმა, კანონპროექტის მომზადება. ტრენინგი ასევე მოიცავდა კაზუსებზე მუშაობასაც. 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატებმა და კონსულტანტებმა, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატებმა. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.