დღეს, 12 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დარბაზში შეხვდნენ თბილისისა და რამდენიმე რეგიონის სკოლების მოსწავლეებს.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით.
სეუს რექტორმა გია კავთელიშვილმა მოკლედ ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურთან გაფორმებული მემორანდუმის შესახებ.
რაჟდენ კუპრაშვილმა მოზარდებს წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციიის შესახებ, რომელიც ჩართულია როგორც ბავშვის უფლებათა კოდექსით, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული საკითხების ეფექტურად განხორციელების პროცესში.
ყურადღება გამახვილდა ბულინგის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის, განრიდების და მედიაციის საკითხებზე.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიის "შენი უფლება 18 წლამდე" ფარგლებში.