Top
ონლაინ დახმარება

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები პრაქტიკულ სასწავლო კურსს იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში გაივლიან.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შესაბამის მემორანდუმს ხელი სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, გია კავთელიშვილმა მოაწერეს.

შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებისთვის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით პრაქტიკული სასწავლო კურსი - კლინიკა ჩამოყალიბდება. პრაქტიკულ კურსს სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე. სემესტრის ბოლოს, წარმატებულ სტუდენტებს აკადემიური კრედიტი მიენიჭებათ.

მემორანდუმი ძალაში შევიდა ხელის მოწერისთანავე.