Top
ონლაინ დახმარება

 

აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა

დღეს, 19 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახური შეუერთდა ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. შიდა ქართლის იურიდიული დახმარების  ბიუროს ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ ოსურ ენაზე მიმართა ოს ადვოკატებსა და ადამიანის უფლებადამცველებს, რათ გაკეთდეს ყველაფერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის გასათავისუფლებლად. 

ადვოკატებმა მიმართეს ყველა უფლებადაცველს, მათ შორის, რუს კოლეგებს მხარი დაუჭირონ ვაჟა ექიმის გათავისუფლებას.

"ჩვენ დღევანდელი აქციით,  მოვუწოდებთ ყველა საერთშორისო ორგანიზაციას, თანამეგობრობას, გაევრთიანდეთ და ჩვენი მოქმედებებით მაქსიმალურად შევეცადოთ დავეხმაროთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესს" -განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა  რაჟდენ კუპრაშვილმა