Top
ონლაინ დახმარება

 

ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სექსულური შევიწროების საკითხებზე იმსჯელეს

2019 წლის 5 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს  თანამშრომლებმა დავით ზარიძემ და თინათინ დიაკონაშვილმა  ,,ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის  წინააღმდეგ’’, გლობალური კამპანიის ფარგლებში გავმართეს შეხვედრა,  ქ. ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრის თემა იყო „სექსუალური შევიწროება“. იურიდტებმა ახალგაზრდებს  მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ითვლება სექსუალურ შევიწროებად, სად შეიძლება მოხდეს სექუალური შევიწროება,  რა სტატისტიკა არსებობს საქართველოში და მსოფლიოში სექსუალური შევიწროების თაობაზე  და ასევე რა საკანონმდებლო ბაზა და რა საშუალებები არსებობს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. 

სტუდენტები დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ.