Top
ონლაინ დახმარება

 

სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები სექსუალური შევიწროების საკითხებს გაეცნენ

6 დეკემბერს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ლალი ეუაშვილი და ცირა ჯგერენაია იმყოფებოდნენ გასვლით კონსულტაციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იურისტები სტუდენტებს ესაუბრნენ 2019 წლის გლობალური კამპანიის მთავარ თემის, სექსუალური შევიწროების საკითხებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემატიკას, ქალთა უფლებებს და უფასო სამართლებრივი დახმარების იმ სერვისებს, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური აწვდის ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს.

სტუდენტებს გადაეცათ სამსახურის ბუკლეტები სექსუალური შევიწროების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და სხვა თემებზე.

 

სახელმწიფოზრუნავსყველაქალსაქვსსათქმელი16დღიანიკამპანია2019 იურიდიულიდახმარება