ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები მარინე ბარაქაძე, თამარ კაპანაძე და სამსახურის იურისტი თათია სოსელია გასვლით კონსულტაციაზე მარტყოფის ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფებოდნენ.
თავშესაფრის ბენეფიციარებს მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2019 წლის გლობალური კამპანიის მთავარი თემის, სექსუალური შევიწროების თაობაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების იმ სერვისების შესახებ, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური უწევს ბენეფიციარებს.
თავშესაფრის ბინადრებს გადაეცათ სამსახურის ბროშურები სექსუალური შევიწროების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და სხვა საკითხებზე.
აღნიშნული შეხვედრა ასევე მომზადდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გატარებულ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამთავრობოსამოქმედო გეგმის მიხედვით.