20 ნოემბერს, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შესაბამის მემორანდუმს ხელი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა მოაწერეს.
შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებისთვის უნარ-ჩვევების განითარების მიზნით პრაქტიკული სასწავლო კურსი - კლინიკა ჩამოყალიბდება. პრაქტიკულ კურსს სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე. სემესტრის ბოლოს, წარმატებულ სტუდენტებს აკადემიური კრედიტი მიენიჭებათ.
მემორანდუმი ძალაში შევიდა ხელის მოწერისთანავე.