იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ, კონსულტანტმა ნინო მინჯიამ და ადვოკატმა თემურ თოლორაიამ გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს ზუგდიდის მუნიციპალტეტის სოფ. შამგონას ადმინისტრაციულ ერთეულში. შეხვედრას დაესწრო როგორც ამ სოფლის მოსახლეობა, ასევე, აქ ჩასახლებული დევნილები. აღსანიშნავია, რომ სოფელი შამგონა ე. წ. „გამყოფის ხაზის მიმდებარე“ სოფლად ითვლება.
იურისტებმა შეკრებილებს გააცნეს იურიდიული დახამრების სამსახურის სერვისები: ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები; მიწის, უძრავი ქონების დაკანონების, საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების, მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საკითხები; სოციალური დახმარება და პროგრამები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციი და პენსიის დანიშვნის საკითხები; მემკვიდრეობა და სხვა.
შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ქალთა უფლებების გაცნობას, რაც განსაზღვრულია ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
შეხვედრის ბოლოს დარიგდა სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.