იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროსა და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში "ევროპის დღე ახალქალაქში", რომელიც 21 სექტემბერს ახალქალაქში გაიმართა.
სპეციალურად ამ დღისთვის, ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით დაიბეჭდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბროშურები ქართულ და სომხურ ენებზე.
წარმოდგენილ ექსპოზიციაზე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას, სერვისებს, მიეღო კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე.