Top
ონლაინ დახმარება

 

ნიგაზეულის მოსაწლეობა მიწის რეგისტრაციის საკითხებს გაეცნო

2019 წლის 12 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტ-კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და ადვოკატმა დავით კეკელიძემ, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში,  გასვლითი შეხვედრა განახორციელეს შუახევში, სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობასთან. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებას მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. განიხილეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები, სამკვიდროს მიღების ვადები და პირობები. სოციალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები, სისხლის სამართლის ისეთი თემები, როგორიცაა ცალკეული დანაშაულებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და სხვა.

გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაეთმო იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციებს, დახმარების გაწევის კრიტერიუმებს და სხვა სამართლებრივი საკითხების განხილვას, რომელთა ცოდნა აუცილებელია მოსახლეობისათვის საკუთარი ინტერესების დასაცავად. 

შეხვედრის ბოლოს შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ იურიდიული დახმარების სამსახურის და უძრავი ქონების რეგისტრაციის საინფორმაციო ბუკლეტები.