Top
ონლაინ დახმარება

 

სამსახურის დირექტორი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს შეხვდა

2019 წლის 15 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენი კუპრაშვილი და დირექტორის მრჩევლები ნინო მელაძე და სულხან გველესიანი შეხვდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონულ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში  - კრისტინა ბუნეას და კომისარიატის სხვა წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების სამსახურის  მანდატის გაფართოების, დევნილებისათვის, ლტოლვილებისათვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სამართლებრივი მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების განგრძობითი განათლებისა და სამართლებრივი მომსახურეობის ხარისხის შეფასების სისტემის დანერგვაში კომისარიატის მხარდაჭერის საკითხები.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური 2016 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR). ოთხი წლის განმავლობაში სამსახურის მიერ სამართლებრივი დახმარება გაეწია საერთაშორისო დაცვის მქონე 800-მდე პირს.

იურიდიული დახმარების სამსახური მიესალმება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერას ახალი ინიციატივებისა და სამომავლო პროექტების განხორციელების საქმეში.