Top
ონლაინ დახმარება

 

ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის შესახებ ზედა საზანოს მოსახლეობამ მიიღო

2019 წლის 22 აპრილს  იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა – თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გამართეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს მოსახლეობასთან. შეხვედრა გაიმართა სოფელი ზედა საზანოს საზოგადოებრივ ცენტრში. შეხვედრის თემა იყო „მიწის/უძრავი ქონების რეგისტრაცია“. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ და გაეცვნენ  სამსახურის მომსახურების პირობებს. მოსახლეობას ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე (მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, საკუთრების უფლების აღიარება, სასამართლოში საქმის წარმოების ვადები და სხვა). შეხვედრაზე მყოფ პირებს ადგილზე დაურიგდათ სამსახურის ბუკლეტები.