2019 წლის 17 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – ფატმან არზიკიანმა და თეა ჯანგიანმა შეხვედრა გამართეს ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის თემა იყო „სისხლის სამართლის ზოგადი საკითხები“ – დანაშაულის კატეგორიები, ნარკოტიკული დანაშაული და ა.შ.
იურისტებმა პრეზენტაციის დროს სკოლის მოსწავლეებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების პირობები, ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე და პასუხები გაეცა მოსწავლეებისათვის საინტერესო შეკითხვებს.