Top
ონლაინ დახმარება

 

ბაზალეთში მცხოვრები დევნილები უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისებს გაეცნენ

2019 წლის 5 აპრილს მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები ნათია ბერძენიშვილი და ქეთევან თალაკვაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ბაზალეთის სანატორიუმში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ.

შეხვედრა ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. სამიზნე აუდიტორიას დევნილი ქალები წარმოადგენდა.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, მუშაობის სპეციფიკა,  უფასო სამართლებირივი დახმარების მიღების კრიტერიუმები; ვრცლად ისაუბრეს ქალთა უფლებების შესახებ, განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები და სამსახურის სერვისები ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დასაცავად.

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.