Top
ონლაინ დახმარება

 

ბოსლევის სკოლის მოსწავლეები არასრულწლოვანთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 28 მარტს  იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა – ნათია ცერცვაძემ და ფატმან არზიკიანმა შეხვედრა გამართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

შეხვედრის თემა იყო „სისხლის სამართლის ზოგადი საკითხები – დანაშაულის კატეგორიები, ნარკოტიკული დანაშაული და ა.შ.“.  სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ  საკითხებით, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოიცავდა და  იურიდიული დახმარების სამსახურის  სერვისებით.  აღნიშნულთან დაკავშირებით მათ მომწურავი ინფორმაცია მიიღეს.