15-16 მარტს (2019) ბორჯომში, ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდეჭერით მიმდინარეობს შემაჯამებელი შეხვედრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმთან დაკავშირებით.
იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ბიუროს წარმომადგენელი ადვოკატები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაეროს ბავშთა ორგანიზაციის წარმომადგნელებთან ერთად, განიხილავენ არასულწლოვანთა საქმეების ხარისხის უზრუნველყოფის და საქმის წარმოების შეფასების სისტემას.
იურიდიული დახამრების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ შეფასების სისტემის ზოგადი მიმოხილვა წარმოადგინა; გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა თეონა კუჭავამ ადვოკატებს გააცნო საერთაშორისო ვალდებულებები და ეროვნული კანონმდებლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მიწოდებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
სამუშაო ჯგუფებში მიმდინარეობს მსჯელობა იმ სტანდარტებსა და კრიტერიუმებზე, რომელიც მისაღები იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე საქმეთა წარმოების შეფასების სისტემასთან დაკავშირებით.
შეხვედრის შედეგად დასრულდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზის შემუშავება.