მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროსთან არსებული „სისხლის სამართლის კლინიკის“ სტაჟიორების მონაწილეობით.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარმოჩინეს ის ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომელიც სტაჟირების პერიოდში შეიძინეს.
იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი და სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სხვა პროფესორ-მასწავლებლები.
აღსანიშნავია, რომ „იურიდიული კლინიკა“, როგორც ახალგაზრდა იურისტების პროფესიული ზრდის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება, იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე ბიუროში წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას.