Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროსთან არსებულ სისხლის სამართლის კლინიკის სტაჟიორების მონაწილეობით.  

ღონისძიებაზე სტუდენტებმა არმოჩინეს ის ცოდნა და უნარჩვევები, რომელიც სტაჟირების პერიოდში შეიძინეს.

იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი და სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სხვა პროფესორ-მასწავლებლები.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული კლინიკა“, როგორც ახალგაზრდა იურისტების პროფესიული ზრდის ერთერთი საუკეთესო საშუალება, იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე ბიუროში წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას.