Top
ონლაინ დახმარება

 

წილკნის დევნილთა დასახლებას საზოგადოებრივი ადვოკატები ესტუმრნენ

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა და ადვოკატმა ირმა ჯიმშიაშვილმა  26 დეკემბერს (2018) წილკანის დევნილთა დასახლებაში, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს.

ღონისძიების მიზანი იყო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, არსებული პრაქტიკის გაზიარება სამართლებრივი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის კუთხით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და  დევნილებთან გასაუბრების ძირითადი თემატიკას  წარმოადგენდა ქალთა უფლებები, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები ამ მიმართულებით. დევნილ მოსახლეობას გადაეცა საინფორმაციო ბუკლეტები.