Top
ონლაინ დახმარება

 

ვაშლიჯვარში მცხოვრებმა დევნილებმა სამართლებრივი კონსულტაცია მიიღეს

2018 წლის 25 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის  ბიუროს თანამშრომლებმა  ცირა ჯგერენაიამ და ლალი ეუაშვილმა შეხვედრა გამართეს ქ. თბილისში,  ვაშლიჯვრის დასახლებაში   მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან, სადაც საუბარი იყო ქალთა უფლებებზე და  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დამცავ მექანიზმებზე. 

შეხვედრა შედგა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ყურადღება განსაკუთრებით იქნა გამახვილებული  იურიდიული დახმარების სამსახურის  მიერ შეთავაზებულ სერვისებზე ძალადობის მსხვერპლი ყველა პირისათვის.  იურისტებმა  დევნილებს გააცნეს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული ქალთა უფლებები, გამოკვეთილი  იქნა კანონის წინაშე თანასწორობის და მართლმსაჯულების თანაბრად ხელმისაწვდომობის პრინციპები. გაუწიეს კონსულტაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.