იურიდიული დახმარების და პრობაციის ბიუროების ორგანიზებით, მცხეთაში გაიმართა ერთობლივი შეხვედრა პრობაციონერებთან.
შეხვედრის ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულები თავიანთ უფლება–მოვალეობებს გაეცნენ. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის პირობითი მსჯავრის და ნასამართლობის ვადაზე ადრე მოხსნის საფუძვლები, აგრეთვე ნარკოტიკული დანაშაულისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენის სამართლებრივი პროცედურები.
იურიდიული დახმარების ბიუროები და პრობაციის ბიუროები ერთობლივ ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც პირობით მსჯავრდებულთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.