2018 წლის 20 დეკემბერს მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები წეროვნის დევნილთა დასახლება ეწვიენ. ღონისძიება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი იყო დევნილი მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების საკითხებზე.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ნათია ბერძენიშვილმა და ლელა ჭანკოტაძემ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც სრულად მოიცავდა გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ულფებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ყურადღება გამახვილდა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე, რომელიც მოიცავს ქალთა უფლებების დაცვას, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვას მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად და აშ. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.