Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატები სოფელ შერთულს ეწვივნენ

2018 წლის 19 დეკემბერს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები  გორის მუნიციპალიტეტსის სოფელ შერთულის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა იყო  ოჯახში და ქალთ მიმართ ძალადობის საკითხები. აღნიშნული შეხვედრა ძალადობის წინაღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, ა.წ. ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეხვედრამ დეკემბრის მეორე ნახევარში გადაინაცვლა. 

გარდა ამისა, იურისტებმა ვრცლად ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, იმ კონკრეტულ საკითხებზე, რასაც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია  ითვალისწინებს. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა  იურიდიული დახმარების სამსახურის  მიერ შეთავაზებულ სერვისებზე ძალადობის მსხვერპლი ყველა პირისათვის. იურისტებმა მოსახლეობას გააცნეს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული ქალთა უფლებები, მართლმსაჯულების თანაბრად ხელმისაწვდომობის პრინციპები და ა.შ. 

საუბარი შეეხო  აღნიშნული კუთხით ქვეყანაში დღეს არსებულ მდგომარეობას, გამოყოფილი იქნა ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები  და არსებული  გამოწვევები. დარიგდა ბუკლეტები  და სოფლის მოსახლობას გაეწია სამართლებრივი კონსულტაცია სხვა მათთვის საინტერესო  საკითხებზე.