Top
ონლაინ დახმარება

 

რუსთავში მცხოვრებ დევნილ ქალებს მათი უფლებები გააცნეს

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალიზებული ადვოკატები 2018 წლის 20 დეკემბერს, რუსთავში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ქალებსა და გოგონებს შეხვდნენ. იურისტებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის თემაზე, ასევე დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოებისათვის, საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალადობისაგან დამცავ მექანიზმებზე, იურიდიული დახამრების სამსახურის უფასო სერვისებზე. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. 

შეხვედრა შედგა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.