Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატთა დატვირთულობის საკითხებზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია შედგა

2018 წლის 15-16 დეკემბერს,  ადვოკატების საქმეთა დატვირთულობის საკითხებზე შედგა შეხვედრა  სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ იურიდიული დახმარების ბიუროების  ხელმძღვანელებთან და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებთან. შეხვედრას  მოდერაციას უწევდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონია.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტმა კახა წიქარიშვილმა იურისტებს გააცნო ჰოლანდიელი ექსპერტის პეტერ ბიგელაარის მიერ მომზადებული კვლევა.  პეტერ ვან დენ ბიგელაარი რამდენიმე ათეული წელია მუშაობს ჰოლანდიის იურიდიული დახმარების სისტემაში. 2009-2016 წლებში ეკავა სამსახურის  ხელმძღვანელის თანამდებობაც.  ამჯერად, იგი მსოფლიოს იურიდიული დახმარების სისტემებში ერთ–ერთ საუკეთესო ექსპერტად მიიჩნევა. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში   ევროკავშირისა და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP)  მხარდაჭერით იკვლევდა ადვოკატთა დატვირთულობის საკითხებს და შეიმუშავა შესაბამისი მეთოდოლოგია. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამსახურის მუშაობის სტატისტიკა, მათ შორის, ბიუროებში დასაქმებული თანამშრომლების მიერ წარმოებულ საქმეებზე. 

განხილული საკითხები შეაჯამა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ.
გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი იმავე შემადგენლობით  და შემუშავდეს ადვოკატების საქმეთა დატვირთულობის კონცეფცია.