(13.12.2018) ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მე-11 მიკრორაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის თემაზე, ასევე დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოებისათვის, საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დევნილ მოქალაქეებს დაურიგდათ სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები.