2018 წლის 12-13 დეკემბერს, ბორჯომში, სასტუმრო „ქროუნ პლაზაში“ იურდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბიუროების ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის მიმდინარეობს ტრენინგი.
♦ თემა: „ევროპული სტანდარტები სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და პირადი ცხოვრების უფლების“ შესახებ - პირადი ცხოვრების უფლების დაცულობის კონკრეტული ასპექტები, სასამართლოში საქმის სამართლიანი განხილვის ძირითადი ელემენტები, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტები და სხვა.
♦ ტრენერები: ევროპის საბჭოს ექსპერტები კონსტანტინე კორკელია და ლევან მესხორაძე
♦ ორგანიზატორები: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერების“ მიერ.
♦ განხილულია კონკრეტული მაგალითები საერთაშოორისო სამართლებრივი სფეროს პრაქტიკიდან, რაც იძლევა საფუძველს, საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების ყოველდღიური საქმიანობის სტანდარტი კიდევ უფრო ამაღლდეს და ევროპულ ხარისხს გაუთანაბრდეს.