Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისში მიმდინარეობს ტრენინგი ტრეფიკინგის საკითხებზე

11.12.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოში მდებარე ბიუროების სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატები, ქუთაისში, სასტუმრო „ბესტ ვესტერნში“, ესწრებიან ტრენინგს თემაზე „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და თანამედროვე ტენდენციები“, რომელიც ტარდება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში.

⇒ მიზანი: იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე.

⇒ ტრენერები: იუსტიციის სამინისტროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელი ანა ივანიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენელი გრიგოლ გოგოჩაშვილი; ტრეფიკინგის მხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ჭყონია.

⇒ ორგანიზატორები: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.