ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 10 დეკემბერს მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება, რომელშიც იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ლალი ალუდაური მონაწილეობდა.
მან შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ბაზისა და სტატისტიკის შესახებ, რაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ეხება. აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური 2018 წლიდან იცავს ძალადობის მსხვერპლთა და სავარაუდო მსხვერპლთა ინტერსებს, მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.
ღონისძიება ორგანიზებული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ქალთა ოთახისა და გენდერული საბჭოს მიერ. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის და საჯარო სკოლების ქართულ და აზერბაიჯანულენოვანი უფროსკლასელები.
ბოლოს ახალგაზრდებს დაურიგდათ ძალადობის საკითხებზე აზერაბაიჯანულად და ქართულად დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც გაეროს ქალთა ორგნიზაციის დახმარებით მომზადდა.