იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტები და სამოქალაქო სამართლის მიმართულების ადვოკატები აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროებიდან ესწრებიან ტრენინგს, რომელიც 2018 წლის 7-8 დეკემბერს თბილისში ტარდება.
სამართლის ექსპერტები სოფიო ჩაჩავა და სოფიო ტყემალაძე დამსწრეებს მედიაციის სფეროს დეტალებს აცნობენ. იურისტები მსჯელობენ ისეთ საკითებზე, როგორიცაა მედიაციის პროცესის პრინციპები და სტადიები, მედიატორის როლი, ინტერესების გამოკვლევა, მედიაციისთვის საქმის გადაცემის კრიტერიუმები, ინტერესებისა და საჭიროებების დიაგრამა და ა.შ. სრულდება პრაქტიკული სავარჯიშოები. ადვოკატების აქტიური ჩართულობა იმაზე მეტყველებს, რომ მედიაცია, როგორც ქართული სახელმწიფო მართსმსაჯულების სისტემაში შემოსული შედარებით ახალი დარგი, სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობასა და პრაქტიკულ გამოყენებას შეიძენს.
ტრენინგი ტარდება ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.